გვარდიოლამ მოურინიო გააკრიტიკა და სტილი დაუწუნა - ახალი კონფლიქტი იწყება?
Aa
Aa

გვარდიოლამ მოურინიო გააკრიტიკა და სტილი დაუწუნა - ახალი კონფლიქტი იწყება?

"ჩელსისთან" გასამართი მატჩის წინ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ ჩემპიონატში თავიანთ მეტოქეებზე ისაუბრა და თანაქალაქელი "იუნაიტედი" კრიტიკულ კონტექსტში მოიხსენია.

"მე ვუყურებ "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" თამაშებს და ვხედავ, რომ მათ ფეხბურთის თამაში სიამოვნებთ. ამ დროს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" რატომღაც მხოლოდ გრძელი გადაცემებით თამაშობს. პასები პოგბაზე და ფელაინიზე. არადა მათ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ, რომ ფეხბურთი ითამაშონ".

ჟურნალისტებმა პეპს ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა მისი ეს განცხადება "იუნაიტედის" მისამართით ქვის სროლას, რაზეც გუარდიოლამ სწრაფადვე უპასუხა: "მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს მეზობლებს."

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ პრემიერლიგას 16-16 ქულით მანჩესტერული კლუბები ლიდერობენ. ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე პირველ პოზიციას "სიტი" იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები