Aa
Aa

ჰიონესი ანჩელოტიზე: "არ შეიძლება, რომ მწვრთნელს ერთბაშად 5 ფეხბურთელი უპირისპირდებოდეს"

ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან წაგების (0-3) შემდეგ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ანჩელოტი თანამდებობიდან დაითხოვა.

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ბოლო დროს მას გუნდში 5 კაციანი ოპოზიცია ჰყავდა, რაც წარმოუდგენელი სიტუაციაა. 

არ შეიძლება, რომ მწვრთნელს ერთბაშად 5 ფეხბურთელი უპირისპირდებოდეს. ცხოვრებისგან ვისწავლე, რომ შინაური მტერი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე - გარეული.

ესაა ის ყველაფერი, რის გამოც ცვლილებები აუცილებლად ჩავთვალეთ“.

გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტის მოწინააღმდეგეთა ბანაკში არიენ რობენი, რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ რიბერი, მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი იყვნენ.

გერმანული პრესა იტალიელი სპეციალისტის შემცვლელად „ბაიერნის“ ყოფილ ფეხბურთელ ვილი სანიოლს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები