Aa
Aa

აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ექსკლუზიური კადრები შემთხვევის ადგილიდან)

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო აგუერო, ავტოავარიაში მოყვა და ზურგის ტრავმა მიიღო. გარდა ამისა, მას ნეკნების დაზიანებაც აქვს.

არგენტინული გამოცემების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ჰოლანდიაში მოხდა, სადაც აგუერო კოლუმბიელი მომღერლის მალუმას კონცერტზე იმყოფებოდა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი საჭესთან არ იჯდა, ავტომობილი კი მძღოლთამ ერთად დაქირავებული იყო.

პირველად ინფორმაციით, აგუეროს მოედანზე დაახლოებით 2 თვე ვერ ვიხილავთ.

მას დეტალური სამედიცინო შემოწმება უახლოეს ხანში ჩაუტარდება და დაწვრილებითი ცნობებიც ამის შემდეგ გვექნება.

 

გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს შემთხვევის ადგილიდან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები