ლუის ადრიანო „მილანის“ ფეხბურთელია
Aa
Aa

ლუის ადრიანო „მილანის“ ფეხბურთელია

„მილანის“ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კლუბმა დონეცკის „შახტარიდან“, 28 წლის ბრაზილიელი შემტევი, ლუის ადრიანო დაიმატა. ფეხბურთელმა „როსონერისთან“ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის შავ-წითელი მაისურით 2019 წლამდე იასპარეზებს.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში. „შახტარის“ დატოვება 8 წლის შემდეგ ძალიან რთულია. იქ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი და მინდა, რომ მათ მადლობა გადავუხადო. მე გადმოვედი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიად კლუბში. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები ვარჯიშის დაწყებას და „მილანში“ დებიუტს“ - განაცხადა ლუის ადრიანომ.

შეგახსენებთ, რომ „როსონერის“ ადრიანოს ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ბრაზილიელის გარდა, „მილანმა“ გუშინ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხოსე მაური გაიფორმა, რომელიც შავ-წითლებს „პარმადან“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები