მიზეზები, კითხვები და პასუხები - ანჩელოტის
Aa
Aa

მიზეზები, კითხვები და პასუხები - ანჩელოტის "ბაიერნის" ბორდთან შეხვედრა ელის

"პსჟ"-სთან წაგების (0-3) შემდეგ, კარლო ანჩელოტის თანამდებობის დატოვება ემუქრება. 

დღეს, ანჩელოტისა და "ბაიერნის" ბორდს შორის შეხვედრა შედგება, სადაც იტალიელის ბედი გაირკვევა.

ანჩელოტის, ჰიონესისა და რუმენიგესთვის ყველაფრის ახსნა მოუწევს. ტაქტიკა, შემადგენლობის შერჩევა და თუ რატომ დამარცხდნენ 0-3 პარიზელებთან.

რატომ დარჩნენ რობენი, რიბერი და ჰუმელსი სათადარიგოთა სკამზე? რატომ ვერ მოხვდა განაცხადში ბოატენგი? კარლოს ყველა შეკითხვაზე პასუხის მოძებნა მოუწევს.

ანჩელოტის ბუნდესლიგის სტარტიც არადამაჯერებელი გამოუვიდა. "ბაიერნი" 6 ტურის შემდეგ, მხოლოდ მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებისთვის, რა თქმა უნდა გამაღიზიანებელია, რომ მათ გუნდს "დორტმუნდზე" 3 ქულით ნაკლები აქვს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უჭერს თუ არა გუნდი მხარს ანჩელოტის, რობენმა უპასუხა: "ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ".

გერმანული Kicker-ის ცნობით, "ბაიერნის" ფეხბურთელებს არ აქვთ იმედი, რომ კვირას "ჰერტასთან" დაპირიპირებამდე ანჩელოტი თანამდებობას შეინარჩუნებს.

გუშინდელი მატჩის შემდეგ რუმენიგემ განაცხადა, რომ "ეს მარცხია და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. მას ანალიზი სჭირდება. ჩემი აზრით, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს "ბაიერნი" არ იყო. ვფიქრობ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით."

დარჩება, თუ არა ანჩელოტი, დიდი ალბათობით ამას ამაღამვე შევიტყობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები