ნადალი „უიმბლდონის“ ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

ნადალი „უიმბლდონის“ ტურნირს გამოეთიშა

უიმბლდონის 1/32-ფინალში დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგის 102-ე ნომერთან, გერმანელ დასტინ ბრაუნთან 5:7, 6:3, 4:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრამ 2 საათსა და 37 წუთს გასტანა.

ბრაუნმა 13 ეისი ჩააწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფაელმა 9 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 118 გათამაშება რაფაელის გამარჯვებით დასრულა, ხოლო 131 – ბრაუნის.

ბრაუნი და ნადალი ერთმანეთს მეორეჯერ შეხვდნენ და ურთიერთშეხვედრებში ბრაუნი რაფაელს 2:0 ამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ ნადალი ბოლო 4 გათამაშებაა, რაც ტურნირის საწყის ეტაპზევე ეთიშება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები