Bild: შესაძლოა ანჩელოტი დღესვე დაითხოვონ
Aa
Aa

Bild: შესაძლოა ანჩელოტი დღესვე დაითხოვონ

ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან განადგურების (0-3) შემდეგ, "ბაიერნის" ბოსებმა შესაძლოა კარლო ანჩელოტი დღესვე დაითხოვონ.

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის დირექტორი კრისტიან ფილკი twitter-ზე წერს, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ამ საღამოს სხდომა დაგეგმა, რომელზეც შესაძლოა ანჩელოტის ბედი გადაწყდეს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს ანჩელოტი გუნდს დატოვებდა და მის ნაცვლად "რეკორდმაისტერს" "ჰოფენჰაიმის" 31 წლის თავკაცი იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებდა.

იტალიელი სპეცილიასტის გათავისუფლების შემთხვევაში, სეზონის ბოლომდე გუნდს ანჩელოტის თანაშემწე და "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი გაწვრთნის.

გუშინდელი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებმა არიენ რობენს ჰკითხეს, უჭერდნენ თუ არა ფეხბურთელები ანჩელოტის მხარს, რაზეც ჰოლანდიელმა დუმილით უპასუხა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები