კავანი:
Aa
Aa

კავანი: "...ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთი ოჯახივით ვართ"

როგორც ჩანს, საფეხბურთო სამყაროში ბოლო დღეების ყველაზე გახმაურებულ კონფლიქტს წერტილი დაესვა.

მიუნხენის "ბაიერნთან" (3-0) გამარჯვების შემდეგ, "პსჟ"-ს ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ Mediaset Premium-თან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი ერთი ოჯახივითაა.

"ცხოვრებაში ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. განსხვავებულად ვფიქრობთ და ვმოქმედებთ, მაგრამ მოედანზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთი ოჯახივით ვართ. გვაქვს საერთო მიზანი და მისკენ მივიწევთ. ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს."

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა "რეკორდმაისტერი ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა და დამსახურებულადაც მოიგო. რაც შეეხებათ კავანისა და ნეიმარს, სტანდარტულების შესრულება მათ ერთმანეთს დაუთმეს და რიგრიგობით დაარტყეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები