„მანჩესტერ სიტის“ კევინ დე ბრუინის დამატება სურს
Aa
Aa

„მანჩესტერ სიტის“ კევინ დე ბრუინის დამატება სურს

„მანჩესტერ სიტი“ ბელგიის ნაკრებისა და „ვოლფსბურგის“ შემტევი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას „Goal.com“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მანჩესტერელები დე ბრუინის გარშემო შემქნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე, „ვოლფსბურგთან“ მოსალაპარაკებლად ემზადებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სიტი“ მზადაა გერმანულ კლუბს, ბელგიელი შემტევის სანაცვლოდ 49 მილიონი ევრო შესთავაზოს, თავად ფეხბურთელის ანაზღაურება კი, კვირაში 210 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინს „ვოლფსბურგთან“ მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები