Aa
Aa

"მეფე" ლებრონი ტრამპს საჯაროდ აკრიტიკებს: "...ტრა*ო! მან თქვა, რომ არ მოდის!"

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, NBA-ს ჩემპიონს თეთრ სახლში ყოველწლიურად მასპინძლობს.

გასული სეზონის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორსი" გახდა. ოკლენდელთა ლიდერმა სტეფ კარიმ კი საჯაროდ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში მისვლას არ აპირებს. მას მხარი მთელმა გუნდმა აუბა და როგორც ჩანს, ვიზიტი არ შედგება.

ტრამპს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი აკრიტიკებს. ამის მიზეზი მისი პოლიტიკაა, რომელიც აფროამერიკელებსა და ლათინოსების ავიწროვებს. ტრამპი ასევე არ ემხრობა ერთსქესიანთა უფლებების ზედმეტად გაზრდასა და მათ სასარგებლოდ ახალი კანონების მიღებას.

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა. წინასაარჩევნო პერიოდის დროს, ლებრონმა ჰილარი კლინტონს მხარი ღიად დაუჭირა.

"მეფემ" "გოლდენ სტეიტისა" და კარის პოზიციის შემდეგ ტრამპს საჯაროდ მიმართა: "შე ტრაკო, მან (კარი) თქვა, რომ არ მოდის! თეთრ სახლში ვიზიტი დიდი პატივი იყო, მანამ, სანამ იქ შენ შეხვიდოდი".

აქვე გეტყვით, რომ ტრამპი ამერიკელ სპორტსმენებს რამდენიმე დღის წინ ღიად დაუპირისპირდა და შეურაცხყოფაც მიაყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები