Aa
Aa

"დორტმუნდი" - "რეალი" - საინტერესო სტატისტიკა: ვინ ირბინა ყველაზე მეტი?

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი "დორტმუნდსა" და "რეალს" შორის შედგა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

ხსენებულ შეხვედრაში, ყველაზე მეტი იმ მოთამაშემ ირბინა, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა და შესაძლებელი იყო, რომ საერთოდ არ ეთამაშა. საუბარია ტონი კროოსზე, რომელმაც 11.9 კილომეტრი დაფარა.

ამ მხირვ მეორე ადგილზე "ბორუსიას" ნახევარმცველი გონსალო კასტროა - 11.8. 

11 კილომეტრზე მეტი "რეალის" მხრიდან სხვას არავის ურბენია. აი მასპინძელთაგან კი კასტროს გარდა ეს იარმოლენკომ (11.7) და პიშჩეკმა (11.2) მოახერხეს.

შეგახსენებთ, რო ორი ტურის შემდეგ "დორტმუნდი" 0 ქულით ბოლო ადგილზეა. "რეალი" კი "ტოტენჰემთან" ერთად 6-6 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები