თუ, აზარი
Aa
Aa

თუ, აზარი "რეალს" დააიგნორებს, "ჩელსი" მას სუპერპირობებს შესთავაზებს

ლონდონის "ჩელსი" თავისი ლიდერის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

Telegraph-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" ედენ აზარს სუპერწინადადებას უმზადებენ. იმ შემთხვევაში, თუ ბელგიელი "რეალს" უარს ეტყვის, "ჩელსი" მზადაა, რომ მას კვირაში 300 ათასი ფუნტი გადაუხადოს.

როგორც მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესი შეტევის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეულიც აქვს. მათ შორისაა ედენ აზარიც, რომლითაც თავად ზინედინ ზიდანიც დაინტერესებულია.

თავის მხრივ, "ჩელსი" უკან დახევას არ აპირებს და თავიანთ ლიდერს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს.

ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულში აზარის სახელს "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ. ესპანური პრესა მას ნეიმარის შემცვლელად ასახელებდა. 

ბელგიელი შემტევი "არისტოკრატთა" რიგებში  2012 წლიდან გამოდის. 177 მატჩში, მის ანგარიშზე 57 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები