ტიმო ვერნერმა სტადიონი ხმაურის გამო დატოვა
Aa
Aa

ტიმო ვერნერმა სტადიონი ხმაურის გამო დატოვა

უცნაური ისტორია მოხდა გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში სადაც ბეშიქთაში ლაიფციგს მასპინძლობდა. 32-ე წუთზე გერმანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ტიმო ვერნერმა მთავარ მწვრთნელ რალფ ჰასენჰუტლს შეცვლა სთხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრისთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა, რადგან ამ დროისთვის გერმანელები თამაშს აგებდნენ, შემტევ ფეხბურთელს კი ტრავმის არაფერი ეტყობოდა.

როგორც შემდგომში გაირკვა თურქი გულშემატკივრების გამაყრუებელი სტვენის გამო, ვერნერს სმენის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, არაფერი მესმოდა. სათადარიგო სკამთან მივედი, მაგრამ არაფერი შეიცვალა”, - აღნიშნა მატჩის შემდეგ ვერნერმა.

აღსანიშნავია, რომ სტამბულში ბეშიქთაშის სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე ბევრი ლაპარაკობს. როგორც ჩანს მეთორმეტე გულშემატკივარმა თავისი გუნდისთვის მართლაც ყველაფერი გააკეთა და თურქებმაც ლაიფციგი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები