ბასილაშვილმა ტროიცკი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა!
Aa
Aa

ბასილაშვილმა ტროიცკი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში ჩინეთში იმყოფება და ჩენგდუს 250-იანთა კატეგორიის ტურნირში მონაწილეობს.

ნიკოლოზმა გათამაშების პირველ წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის 3 სეტში - 6:3 2:6 6:2 მოუგო და 1/8 ფინალში გავიდა.

იგი ტურნირის აღნიშნულ სტადიაზე ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება. თამაში ხვალ გამთენისასაა დაგეგმილი.

 

ბასილაშვილი ATP-ს ამჟამინდელ რეიტინგში 59-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები