40 მილიონიანი ტრანსფერი ზამთარში!
Aa
Aa

40 მილიონიანი ტრანსფერი ზამთარში! "მილანი" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს

როგორც ჩანს, "მილანის" ხელმძღვანელობა გუნდის მიმდინარე შედეგებით უკმაყოფილოა და შემაგდენლობის გაძლიერებას აპირებს.

Premium Sport-ის ინფორმაციით, "როსონერის" სპორტული დირექტორი მარკო ფასონე იანვარში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვილიარეალის" ესპანელი ნახევარმცველის მანუელ ტრიგეროსის შეძენას გეგმავს.

ტრიგეროსი 25 წლისაა და ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ესპანელის სათამაშო არსენალში, მთავარი იარაღი ბურთის ფლობა და მისი განაწილებაა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში იტალიელთა ნახევარდაცვა გაცილებით ტექნიკური გახდება.

მანუელ ტრიგეროსი ლა ლიგის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაა. მას მეორე პროფესიაც აქვს. ფეხბურთის თამაშის გარდა იგი მასწავლებლადაც მუშაობს.

ესპანელი ნახევარმცველი "ვილიარეალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 172 შეხვედრაში 13 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები