Aa
Aa

"ლივერპული" მოლაპარაკებებისთის მზადაა! "ბარსა" და კოუტინიო - დრამა გრძელდება?

კატალონიური Sport-ის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსა“ კოუტინიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ „ბლაუგრანაში“ თამაშის სურვილი მას მართლაც აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ტრანსფერი არ შედგა.

როგორც წყარო წერს, კოუტინიოს წარმომადგენლები „მერსისაიდელთა“ დარწმუნებას ცდილობენ, რათა ბრაზილიელი „ბარსელონაში“ გაუშვან.

იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, ბრაზილიელი შემტევი „ბარსას“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, რადგან მან პირველ ტურში „ლივერპულელთა“ შემადგენლობაში „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშა.

Sport-ი იმასაც წერს, რომ ინგლისელები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები