უცნობი ისტორია: ვისი ყიდვა გადააფიქრებინა ჯერარდმა ბენიტესს?
Aa
Aa

უცნობი ისტორია: ვისი ყიდვა გადააფიქრებინა ჯერარდმა ბენიტესს?

2009 წლის ზაფხულში, როცა ჩაბი ალონსომ „ლივერპული“ დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა, „მერსისაიდელებმა“ ესპანელის შემცვლელად იმჟამად „ასტონ ვილაში“ მოთამაშე გარეტ ბერის კანდიდატურა შეარჩიეს.

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ალონსოს წასვლის პერიოდი გაიხსენა და BT Sport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მან ბენიტესს ბერის მოყვანა გადააფიქრებინა.

„მას ალონსოს ნაცვლად ბერის მოყვანა სურდა. ჩემი აზრით ეს არასწორი ნაბიჯი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე გარეტის დიდი ფანი ვარ. ჩაბი მსოფლიო კლასის მოთამაშე იყო, ის ფანებს უყვარდათ. ჩემი აზრით, ბენიტესს მისი შენარჩუნება მთელი ძალით უნდა ეცადა“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ალონსოს ნაცვლად საბოლოოდ ალბერტო აკვილანი მიიყვანა, რომელმაც „ენფილდზე“ მხოლოდ ერთი სეზონით დარჩა და სულ 18 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება გარეტ ბერის, მან კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელა, საიდანაც „ევერტონში“ გადაბარგდა. დღეს კი „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები