მატუიდი:
Aa
Aa

მატუიდი: "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"

ტურინის "იუვენტუსის" ფრანგმა ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ Sky Sport Italia-სთან თავის ტრანსფერსა და გუნდში ადაპტაციის პერიოდზე ისაუბრა.

"წინა წლებში "იუვენტუსთაან" მოლაპარაკებები უკვე მქონდა. მიუხედავად ამისა, ტრანსფერი მხოლოდ ახლა განხორციელდა. როგორც ამბობენ ხოლმე, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მე უკვე აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ტურინში კიდევ დიდხანს დავრჩები. ადაპტაცია ადვილად გავიარე. აქ ძალიან თბილად დამხვდნენ. ვამაყობ, რომ "იუვენტუსის" წევრი ვარ. აქ გადმოვსლის მიზეზი მარტივია. "იუვე" ისტორიული გუნდია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს და კიდევ ბევრის მოგების პერსპექტივა".

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მატუიდი "ბებერმა სინიორამ" "პსჟ"-დან ამ ზაფხულს შეიძინა. პარიზელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო მიიღეს, რომელიც მომდევნო წლებში ბონუსებსაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები