შემადგენლობას ახალი ვარსკვლავი დაემატა! თბილისში ლეგენდარული ბრაზილიელი...
Aa
Aa

შემადგენლობას ახალი ვარსკვლავი დაემატა! თბილისში ლეგენდარული ბრაზილიელი...

როგორც მოგეხსენებათ, 29 სექტემბერს 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართება - "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის".

თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან და წინ დაუვიწყარი სანახაობა გველის. მატჩიდან მიღებული შემოსავალი ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს ფებხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ვარსკვლავთა სიას ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი მარკუშ კაფუ დაემატა.

რამდენიმე დღის წინ კი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიედნტმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე გერმანელ ფეხბურთელთანაც მიმდინარეობს.

თბილისში ჩამომსვლელ ვარსკვლავთა სია ასე გამოიყურება: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და უკვე მარკუშ კაფუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები