Aa
Aa

"იუვენტუსმა" რეკორდულად დიდი შემოსავალი მიიღო

2016/2017 წლების სეზონში, ტურინის "იუვენტუსმა" სერია A და იტალიის თასი მოიგო. პლიუს ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა. ამ შედეგებმა "ბებერი სინიორას" ფინანსურ მხარეზე დადებითად იმოქმედა.

"იუვემ" გასულ სეზონში სარეკორდო შემოსავალი მიიღო. ტურინელთა ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, მათმა წლიურმა შემოსავალმა 562.4 მილიონ ევროს მიაღწია, რაც 2015-2016 წლების სეზონის მოგებაზე 174.5 მილიონით მეტია.

რაც შეეხება კლუბის სუფთა მოგებას, ამ მაჩვენებელმაც მოიმატა და 42.6 მილიონ ევროს მიაღწია, რაც გასული სეზონის მაჩვენებელს 4.1 მილიონით აღემატება.

მიმდინარე სეზონში, "იუვენტუსი" სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმალური რაოდენობით "ნაპოლისთან" ერთად ლიდერობს. ტურინელებსა და ნეაპოლელებს 5 ტურის შემდეგ 15-15 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები