Aa
Aa

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი დაამხო!

ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ალავესს" 2-1 სძლია.

ზინედინ ზიდანის გუნდისთვის ეს მატჩი სარეკორდო აღმოჩნდა.

მადრიდელებმა "ბარსელონას" რეკორდი დაამხვეს. "ბლანკოსმა" ლა ლიგის გასვლით შეხვედრებში ზედიზედ 33-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ სამფო გუნდმა დანი სებალიოსის დუბლის წყალობით საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

ამ წუთისთვის მადრიდელები "ბარსას" 4 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა კატალონიელების თავისი მატჩი ჩასატარებელი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები