ფინანსური დეტალები გასაჯაროვდა - რაზე იყვნენ შეთანხმებული კოუტინიო და
Aa
Aa

ფინანსური დეტალები გასაჯაროვდა - რაზე იყვნენ შეთანხმებული კოუტინიო და "ბარსა"?

Football Leaks-ი ასაჯარაოებს ფინანსურ დეტალებს, რომელიც ფელიპე კოუტინიოსა და "ბარსელონას" შორის შეთანხმებული იყო და მხოლოდ "ლივერპულის" ხელმოწერაღა აკლდა.

როგორც წყარო წერს, "ბლაუგრანას" 31 აგვისტოსთვის ხელშეკრულება, რომელიც 20 გვერდს შეიცავდა უკვე მომზადებული ჰქონდა და "მერსისაიდელების" თანხმობას ელოდა.

გამოცემა, ასევე ასაჯაროებს გუნდების მიმოწერას, რომელიც მეილის საშუალებით შედგა. "ლივერპულის" სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი ესპანურ მხარეს მკაფიოდ უხსნიდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი არ იყიდებოდა: "მოგმართავთ თავაზიანად, რომ ამ თემით კოუტინიოს შეწუხება შეწყვიტეთ. მის გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვაპირებთ".

"ბარსა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას პირდაპირ აპირებდა, შემდეგ კი 40 მილიონს ბონუსების სახით გადარიცხავდა.

რაც შეეხება უშუალოდ კოუტინიოს პირად კონტრაქტს, ბრაზილიელი "ბარსასთან" 5 წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდა და ამ დროის მანძილზე ხელფასის სახით, იგი მთლიანობაში 115 მილიონ ევროს მიიღებდა.

ბოლოს რაც მოხდა ყველას კარგად მოეხსენება. "ლივერპულმა" "ბლაუგრანას" 200 მილიონი ევროს გადახდა მოსთხოვა. ამ არარეალურ თანხას, რომ კატალონიელები არ გადაიხდიდნენ ეს ცხადი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები