გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
Aa
Aa

გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი - გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინულ „პოლიტექნიკაში“ გააგრძელებს: ამ ინფორმაციას ავრცელებს რუმინული საინფორმაციო პორტალი 24secunde.ro და ქართველი ლეგიონერი უკვე შეყვანილია eurobasket.com-ზე რუმინული გუნდის შემადგენლობაში.

ცინცაძემ გასული სეზონი საქართველოში, კლუბ „ქუთაისში“ გაატარა, თუმცა მანამდე ხვადასხვა ქვეყნებში უთამაშია: რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, პოლონეთი, მაკედონია, საფრანგეთი და ახლა უკვე რუმინეთიც. მთლიანობაში კი „პოლიტექნიკა“ ცინცაძისთვის მე-16 გუნდია კარიერაში, რაც ნებისმიერი ქართველი ლეგიონერისთვის სარეკორდოა.

„პოლიტექნიკა“ რუმინეთის უმაღლესი ლიგის დებიუტანტია. გასულ სეზონში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ქვედა ლიგაში გამოდიოდა და წარმატებული ასპარეზობის შედეგად ელიტაში ანაცვლება მოახერხა.

gbf.ge

ცხელი ამბები