კონტე მორატაზე:
Aa
Aa

კონტე მორატაზე: "ის იმ კატეგორიის ბიჭია, რომ მას საკუთარ ქალიშვილსაც კი მიათხოვებდით"

ლონდონის "ჩელსის" იტალიელმა დამრიგებელმა ანტონიო კონტემ, ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მე ვიცნობ ალვაროს. ის კარგი პიროვნებაა. ვფიქრობ, რომ "ჩელსისთვის" იგი კარგი შენაძენია. მას ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია იპოვოს გამოსავალი. მორატა ძალიან თავაზიანი ფეხბურთელია. ესპანელი იმ კატეგორიის ფორვარდებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნებისმიერი მდგომარეობიდან შეუძლიათ გოლის გატანა. იდეალურად არჩევს პოზიციას და წინასწარ იცის, თუ სად იქნება ბურთი. ის ნამდვილად კარგი ბიჭია. ის იმ ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც საკუთარ ქალიშვილსაც კი მიათხოვებდით". - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატთა" შემადგენლობაში მორატას ანგარიშზე 5 მატჩში, 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები