მომენტი, როცა გვარდიოლას და მოურინიოს მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა
Aa
Aa

მომენტი, როცა გვარდიოლას და მოურინიოს მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა

ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო რაიმეში ერთმანეთს ეთანხმებიან.

"განსაკუთრებულმა" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინგლისის ლიგის თასის გაუქმება პრემიერლიგის მოთამაშეებზე ძალიან დადებითად აისახებოდა და ისინი ევროთასებისთვის გაცილებით უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებოდნენ.

როგორც ჩანს ამ პოზიციას გვარდიოლაც იზიარებს. "ტიტულები კარგია, როცა შენ მას იგებ, მაგრამ ბევრი ენერგიის დახარჯვა გიწევს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორია თამაშობდე 90 წუთს ტონის პულისის გუნდის ("ვესტ ბრომვიჩი") წინააღმდეგ გასვლაზე. ამის შემდეგ კი, 3-4 საათიანი მგზავრობა ავტობუსით. სამი დღის შემდეგ მატჩი "კრისტალ პალასთან", ასევე სამი დღის შემდეგ მატჩი "შახტართან". და ბოლოს, კვლავ 3-4 დღის შემდეგ გასვლითი მატჩი ლონდონში "ჩელსისთან". მწვრთნელისთვის ეს ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვას უკავშირდება. მაგრამ, მე ამის შესახებ თავიდანვე ვიცოდი და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. საჭიროა და ჩვენ ვთამაშობთ კიდეც". - განაცხადა გვარდიოლამ BBC-სთან საუბრისას.

შეგახსნეებთ, რომ ჟოზე მოურინიომ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში, ძირითადი თერთმეტეულიდან ერთბაშად 8 მოთამაშე დაასვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები