FIFA-მ სამი ფინალისტი დაასახელა! ვინ გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელი?
FIFA-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე სამი ფინალისტი გამოავლინა.
2017 წლის უძლიერესი ფეხბურთელის პრიზისთვის კრიშტიანო რონალდუ ("რეალი"), ლეო მესი ("ბარსელონა") და ნეიმარი ("პსჟ") იბრძოლებენ.
დაჯილდოების ცერემონია 23 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
FIFA-ს ცერემონიაზე, ასევე დასახელდება საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებში, საუკეთესო მწვრთნელი ქალებში, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჯილდო კრიშტიანო რონალდუს გადაეცა.