ლეგენდარული მოკრივის გარდაცვალებას რობერტ დე ნირო გამოეხმაურა
Aa
Aa

ლეგენდარული მოკრივის გარდაცვალებას რობერტ დე ნირო გამოეხმაურა

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ჯეიკ ლამოტა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია ლამოტას ერთ-ერთმა ქალიშვილმა კრისტიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

თუმცა ლამოტას მე-7 ცოლის დენის ბეიკერის თქმით, მოკრივე, რომელიც მაიამიში მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა, პნევმონიით გარდაიცვალა.

ლეგენდარული მოკრივის გარდაცვალებას მსახიობი რობერტ დე ნიროც გამოეხმაურა. „მშვიდადა განისვენე ჩემპიონო“. - დაწერა განცხადებაში დე ნირომ.

რობერტ დე ნირომ ჯეიკ ლამოტას შესახებ 1980 წელს მარტინ სკორსეზეს მიერ გადაღებულ ფილმში „ცოფიანი ხარი“ მთავარი როლი შეასრულა.

ლამოტამ 13 წლიანი კარიერა, 83 გამარჯვებით, მათ შორის 30 ნოკაუტის, 19 წაგებითა და 4 ფრით დაამთავრა. ის ნოკაუტში არასდროს ჩავარდნილა და 2002 წელს საუკეთესო 80 მოკრივეს შორის 52-ე ადგილი მიანიჭეს.

ცხელი ამბები