Aa
Aa

"ჩემი აზრით, ნეიმარი იმიტომ წავიდა, რომ იგი მესის ჩრდილქვეშ იყო"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა ჟერემი მატიემ ნეიმარის „პსჟ“-ში ტრანსფერის გარემოებებზე ისაუბრა.

მატიე აღნიშნავს, რომ ბრაზილიელის გადაწყვეტილების მიზეზი ლიონელ მესის ჩრდილქვეშ ყოფნა იყო.

„ხალხი მუდამ ნეიმარის წასვლაზე საუბრობს. თუმცა ფეხბურთი ასეთია და ეს სპორტსმენის გადაწყვეტილება იყო. ჩემი აზრით, ნეიმარი იმიტომ წავიდა, რომ იგი მესის ჩრდილქვეშ იყო. მას „ოქროს ბურთის“ მოგება სურს. ის ახლა „პსჟ“-ში თავს ბედნიერად გრძნობს  და მთავარი ესაა“. - განაცხადა მატიემ.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი მატიე ამ ზაფხულს „ბარსელონადან“ ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა. 33 წლის მცველმა გასულ უქმეებზე პორტუგალიის ჩემპიონატში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები