FIFA-მ
Aa
Aa

FIFA-მ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო!

BBC Sport-ის ცნობით, ფიფამ შესაძლოა ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო ბანი დაადოს.

საქმე ეხება 18 წლამდე ფეხბურთელთა გაფორმებას. როგორც ვიცით, ამის გამო უკვე დაისაჯნენ „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო.

მოგეხსენებათ, რომ 2009 წელს „არისტოკრატებს“ ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2 წლით სატრანსფერო საქმიანობა უკვე აუკრძალა, თუმცა მაშინ „ჩელსიმ“ აპელაცია მოიგო და ბანი მალევე მოუხსნეს.

ამაწლის მაისში კი „მანჩესტერ სიტის“ 300 ათას ფუნტიან ჯარიმასთან ერთად აკადემიაში ფეხბურთელთა დარეგისტრირება აეკრძალა.

გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სატრანსფერო ბაზარი ორივე გუნდისთვის რამდენიმე წლით დახურული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები