დემბელე მოედანს ვადაზე ადრე დაუბრუნდება
Aa
Aa

დემბელე მოედანს ვადაზე ადრე დაუბრუნდება

კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ ფრანგი ახალწვეული უსმან დემბელე ტრავმის შემეგ მოედანს იმაზე ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ეს დაანონსებული იყო.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ დემბელე 4 თვის ნაცვლად, მხოლოდ 2-ს გამოტოვებს.

20 წლის ფეხბურთელს ოპერატია ფინეთში ჩაუტარადა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

დემბელეს ერთ-ერთმა ექიმმა ლასე ლიმპაინენმა ოპერაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  ფეხბურთელი დეკემბერში სრულ მზადყოფნაში იქნება და მოედანზე გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, გადაცემის ქუსლით გაკეთების დროს მყესები დაიზიანა და მოედნის დატოვება მოუხდა. კატალონიურმა მხარემ ეს ფაქტი მინდვრის ცუდ ხარისხს დააბრალა და აღნიშნა, რომ მატჩის წინ ის მორწყული საერთოდ არ იყო, რაც ფეხბურთელებისთვის სახიფათოა.

ესპანურ მედიაში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დემბელე მატჩამდე მოთელვის დროს ფეხს იტკიებდა, მაგრამ იგი მოედანზე მაინც გავიდა.

როგორც ჩანს, "ბარსას" ახალწვეულს თავისი პირველი ელ კლასიკოს გამოტოვება არ მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები