Aa
Aa

"ჩელსი" და "ატლეტიკო" შეთანხმდნენ - კოშტა ლა ლიგაში ბრუნდება!

Marca-ს ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის შეთანხმება მიღწეულია და დიეგო კოშტა თავის ყოფილ კლუბში ბრუნდება.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები ბრაზილო-ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან.

როგორც მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" 2018 წლამდე ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება არ აქვს. შესაბამისად, კოშტა მოედანზე გასვლას მხოლოდ იანვრიდან შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ დიეგოს "არსიტოკრატთა" დატოვების მთავარი მიზეზი ანტონიო კონტესთან კონფლიქტი იყო, რომელიც მას აღარ ენდობოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები