Aa
Aa

69 წამი, 10 მოთამაშე, 22 ზუსტი გადაცემა - "ბეტისის" ულამაზესი გოლი "რეალის" კარში

ლა ლიგის მე-5 ტურში სევილიის "რეალ ბეტისმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" სენსაცია მოახდინა და "რეალს" 1-0 სძლია.

"ბეტისი" მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და აშკარა ფავორიტ მასპინძელს არაფერს უთმობდა.

შეხვედრის 94-ე წუთზე, როცა ყველა "რეალის" შტურმსა და მათ გოლს ელოდა, სტუმრებმა ბურთი ხელში ჩაიგდეს და მასზე კონტროლი დააწესეს.

69 წამის განმავლობაში, ბურთს "ბეტისის" 10 მოთამაშე შეეხო, მათ 22 ზუსტი გადაცემა გააკეთეს და საბოლოოდ ანტონიო სანაბრიამ ლამაზი თავურით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე შეტევის დროს კიკე სეტიენის გუნდმა შესაშური ტექნიკა გამოავლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები