ფორლანი:
Aa
Aa

ფორლანი: "ნეიმარი მესის ამას ვერ გაუბედავდა"..."ალვეში ბო*ივით მოიქცა"

ლეგენდარული ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი, ედინსონ კავანისა და ნეიმარის კონფლიქტს გამოეხმაურა და საკმაოდ ხმამაღალი კომენტარიც გააკეთა.

"კავანიმ პატივისცემა დაიმსახურა. მას გააქვს გოლები და ურტყამს პენალტებს. ეს უკვე დიდი ხანია ხდება და ამ ფაქტის გამო ის პატივისცემას იმსახურებს. ნეიმარი მესის ამას ვერ გაუბედავდა. მას არ უნდოდა, რომ კავანის პენალტი დაერტყა და ამის გამო, ის ბავშვივით მოიქცა. მათ უთანხმოება მოუვიდათ, თუ ვინ შეასრულებდა თერთმეტმეტრიანს. ეს ნორმალურია, ასეთი რამეები გუნდებში ხშირად ხდება, უბრალოდ დანი ალვეშის საქციელმა გამაკვირვა. მან კავანის ბურთი წაართვა და ნეიმარს მისცა. ალვეში ბოზივით მოიქცა". - განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით საქმეში "პსჟ"-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფიც ჩაერთო და კავანის მხარე დაიჭირა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ პენალტების შესრულების პრივილეგია ურუგვაელს მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები