რა მოხდა 22 წლის წინ, როცა "რეალმა" ზედიზედ 3 საშინაო მატჩი ვერ მოიგო?
გუშინ ღამით, ლა ლიგაში პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა - "რეალმა" შინ "ბეტისთან" 0-1 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდს ჩემპიონატში ჩატარებული 3 საშინაო შეხვედრიდან არცერთი მოგება არ აქვს. 3 ფრე შინ და 2 გამარჯვება სტუმრად.
მადრიდელები აშკარა კრიზისში არიან. ამას უკვე ფეხბურთელები და თავად ზიდანიც აღარ მალავს.
"რეალს", ასეთი ცუდი სტარტი ბოლოს 1995 წელს ჰქონდა. ხსენებული სეზონი მადრიდელებმა მე-6 პოზიციაზე დაასრულეს, ჩემპიონი თანაქალაქელი "ატლეტიკო" გახდა.
ამ მომენტისთვის, სამეფო კლუბი თავის მთავარ კონკურენტ "ბარსელონას" უკვე 7 ქულით ჩამორჩება.