შანსი საქართველოს ნაკრებს! უეფამ ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად დაამტკიცა
Aa
Aa

შანსი საქართველოს ნაკრებს! უეფამ ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად დაამტკიცა

დღეს, ნიონში გამართულ უეფას კომიტეტის სხდომაზე ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად დადასტურდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ევრო 2020-ზე ნაკრებების მოხვედრის წესი შეიცვლება. 

ხსენებული ტურნირი სტარტს 2018 წლის სექტემბერში აიღებს და მასში უეფას წევრი 55 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამხანაგური მატჩები ოფიციალურად გაუქმდა.

ევრო 2020-ზე, 20 გუნდი ჩვეულებრივ, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავა, დანარჩენი 4 კი ერთა ლიგიდან.

სიძლიერის მიხედვით შეიქმნება 4 ჯგუფი და თითო ჯგუფიდან თითო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველო ბოლო, მე-4 კალათი მოხვდა, სადაც გიბრალტარი, სან მარინო, ლიხტენშტეინი, მალტა, კოსოვო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, ლატვია, ლიტვა, ბელარუსი, სომხეთი, ფარერები, ყაზახეთი და ანდორა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები