როცა 37 წლის ასაკში კონტრაქტს 10 წლით გიხანგრძლივებენ! უბერებელი La Bomba!
Aa
Aa

როცა 37 წლის ასაკში კონტრაქტს 10 წლით გიხანგრძლივებენ! უბერებელი La Bomba!

ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა ხუან კარლოს ნავარომ, „ბარსელონასთან“ ხელშკერულება 10 წლით გაახანგრძლივა.

აღსანიშნავა, რომ ნავარო უკვე 37 წლისაა და როგორც ჩანს, ესპანელი კალათბურთელი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ნავარო „ბარსას“ ღირსებას 1997 წლიდან იცავს. „ბლაუგრანასთან“ ერთად მან ევროლიგა ორჯერ 2003 და 2010 წლებში მოიგო. ესპანეთის ნაკრებში კი ევრობასკეტის გამარჯვებული 3-ჯერ (2009, 2011, 2015) გახდა.

ნავაროს პირადი მიღწევებიც მრავლად აქვს. ლეგენდარული ესპანელი ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეა (4000). იგი ასევე ზუსტი სამქულიანებითაც (595) ლიდერობს. ევროლიგაში მის ანგარიშზე 319 შეხვედრაა და იგი ამ მაჩვენებლითაც რეკორდსმენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები