ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "...ფიზიკურად ის ჯერ ბოლომდე მზად არ არის"

ბუნდესლიგის მე-5 ტურში, მიუნხენის „ბაიერნმა“ „შალკე“ სტუმრად 3-0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესი იყო ხამეს როდრიგესი, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემა მიითვალა და პლიუს თერთმეტმეტრიანიც მოინადირა.

შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა და კოლუმბიელი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ვითამაშეთ მაღალ ტემპში და თავს კომპაქტურად ვიცავდით. ხამესმა შესანიშნავად ითამაშა. ის თანაგუნდელებთან კარგად კომბინირებდა. თუმცა, ფიზიკურად ის ჯერ ბოლომდე მზად არ არის".

ბუნდესლიგის შემდეგ ტურში, „რეკორდმაისტერი“ „ალიანს არენაზე“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები