მოურინიოს ჭკვიანური გეგმა: სუპერვარსკვლავი სულ რაღაც 25 მილიონად?
Aa
Aa

მოურინიოს ჭკვიანური გეგმა: სუპერვარსკვლავი სულ რაღაც 25 მილიონად?

ჟოზე მოურინიო ბევრს არ მოსწონს, ბევრსაც მოსწონს, თუმცა ერთი რამ ფაქტია - მოუმ თავისი საქმე იდეალურად იცის. 

The Sun-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო 2018 წლის ზამთარში ალექსის სანჩესის გადაბირებას გეგმავს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩილელ ფეხბურთელს „მეთოფეებთან“ ხელშეკრულების სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ „არსენალი“ სანჩესის სანაცვლოდ არც თუ ისე დიდ თანხას მიიღებს.

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ სიტი“ 65 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზად იყო, თუმცა გარიგება არ შედგა.

ამჯერად, ჟოზე მოურინიო გაცილებით კარგ სიტუაციაშია და სანჩესის სანაცვლოდ მხოლოდ 25 მილიონი ფუნტის გამოყოფას გეგმავს.

ვნახოთ, თუ რა არჩევანს გააკეთებს თავად ჩილელი ფებხურთელი, რომელსაც წინადადება მეორე მანჩესტერული გუნდიდან და ასევე მიუნხენის „ბაიერნიდანაც“ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები