Aa
Aa

"პსჟ"-მ ემერის ულტიმატუმი წაუყენა

„პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის ულტიმატუმი წაუყენა.

თუ, ბასკი სპეციალისტი პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვერ გაიყვანს, თანამდებობის დატოვება მოუწევს.

L’equipe-ის ინფორმაციით, თუ ემერი მოთხოვნას შეასრულებს, მისი კონტრაქტი ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ ბასკი სპეციალისტი პარიზულ გუნდში 2016 წელს „სევილიადან“ გადავიდა, სადაც ევროპის ლიგის მოგება ზედიზედ სამჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები