კოუტინიოს
Aa
Aa

კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი ტომას მიულერის გამო არ შედგა

ნეიმარის 222 მილიონ ევროდ "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ, ზაფხულის ყველაზე გახმაურებული სატრანსფერო საგა, ფელიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა იყო.

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი კოუტინიოს არშემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლივერპული" ბრაზილიელის "ბლაუგრანაში" გასაშვებად მზად იყო, მაგრამ ერთმა გარემოებამ "მერსისაიდელები" შეაფერხა. ამ გარემოებას კი ტომას მიულერი ჰქვია. 

გერმანელი ფორვარდის დამატება იურგენ კლოპის მთავარი მოთხოვნა იყო და ინგლისური გრანდი 100 მილიონი ევროს გადახდასაც გეგმავდა, მაგრამ "ბაიერნმა" თავისი ერთ-ერთი ლიდერის დათმობაზე უარი განაცხადა და გარიგებაც არ შედგა.

ამის შემდეგ, "ლივერპული" მთელი ძალებით კოუტინიოს შენარჩუნებაზე გადაერთო და რაც შემდეგ მოხდა, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები