Aa
Aa

ლუკა ზარანდიას გადამწყვეტი და საოცარი გოლი პოლონეთის თასზე

პოლონეთის თასის 1/8-ფინალში, ლუკა ზარანდიას "არკამ" "პოდბესკიძიე" დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქართველმა შემტევმა მთელი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და დამატებითი ტაიმის 115-ე წუთზე, როცა ანგარიში 1-1 იყო, ზარანდიამ ულამაზესი დარტყმით თავისიანები წინ გაიყვანა.

ზარანდიასთვის პოლონური გუნდის შემადგენლობაში ლამაზი გოლის გატანა უცხო არ არის. მან რამდენიმე თვის წინ "ლეხის" კარში სოლო რეიდის შედეგად საოცარი ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ზარანდია პოლონურ კლუბში თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი 2014/2016 წლებში ბელგიური "გენკის" ღირსებას იცავდა, თუმცა მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მას სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები