ვინ დაარტყამს პენალტს? გადაწყვეტიულება თავად
Aa
Aa

ვინ დაარტყამს პენალტს? გადაწყვეტიულება თავად "პსჟ"-ს პრეზიდენტმა მიიღო!

ევროპულ პრესაში, ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემა "პსჟ"-ს ლიდერთა დაპირისპირებაა.

ვინ დაარტყამს პენალტს? კავანი, თუ ნეიმარი? RMC-ის ცნობით, ვითარების განსამუხტად და გადაწყვეტილების მისაღებად საქმეში გუნდის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ჩაერია.

ხელაიფიმ მხარი ედინსონ კავანის დაუჭირა და გადაწყდა, რომ ამიერიდან თერთმეტმეტრიანს ურუგვაელი ფეხბურთელი დაარტყამს.

როგორც მოგეხსენებათ, კავანისა და ნეიმარს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ურუგვაელი თანაგუნდელის ინსტაგრამიდან გამოწერა გააუქმა. გუშინ კი ფრანგულ პრესაში ისიც დაიწერა, რომ საქმე ჩხუბამდეც მივიდა, თუმცა ტიაგო სილვამ ისინი მალევე გააშველა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები