Aa
Aa

"პსჟ"-ს ფეხბურთელი: "არასდროს დამიმალავს, რომ "იუნაიტედის" დიდი ქომაგი ვარ"

"მანჩესტერი", რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე გრანდია და ქომაგები პლანეტის თითქმის ყველა წერტილში ჰყავს, ეს ყველამ ვიცით. "წითელი ეშმაკების" მაისურის მორგებას ბევრი ფეხბურთელი ლამობს.

ფრანგული „პსჟ“-ს ბელგიელმა განაპირა მცველმა ტომას მუნიემ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ოცნება, ერთ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ასპარეზობაა.

„მანჩესერ იუნაიტედი ის გუნდია, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვქომაგობ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ერთ დღესაც პრემიერლიგაში ვითამაშებ. ინგლისში განსაკუთრებით მომწონს სტადიონები და ქომაგები. არასდროს დამიმალავს, რომ იუნაიტედის დიდი ქომაგი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშის გუნდში მოსვლის შემდეგ, 25 წლის ტომას მუნიეს პარიზიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. მისი შეძენის ერთ-ერთ მსურველად ამ ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სახელდებოდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები