„მონაკო“ და „რომა“ დესტროს ტრანსფერზე შეთანხმდნენ
Aa
Aa

„მონაკო“ და „რომა“ დესტროს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

როგოროც ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იტყობინება, „რომას“ 24 წლის ფორვარდი მატია დესტრო, კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. „მონაკო“ იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომაელებს 15 მილიონ ევროს გადაურიცხავს. ახლა კი მონაკოელები თავად დესტროს უნდა მოელეპარაკონ და პირადი კონტრაქტის დეტალები მოაგვარონ.

გასული სეზონის ნახევარი მატია დესტრომ „რომაში“ გაატარა. ახალი წლის შემდეგ კი იჯარის წესით „მილანს“ შეუერთდა, თუმცა „როსონერიმ“ ფორვარდის გამოსყიდვა არ ისურვა. საერთო ჯამში დესტრომ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები