ლუკაკუმ ყოფილი გუნდის ქომაგები გაანაწყენა -
Aa
Aa

ლუკაკუმ ყოფილი გუნდის ქომაგები გაანაწყენა - "„გოლი იმიტომ ავღნიშნე, რომ..."

პრემიერლიგის  მე-5 ტურის შეხვედრაში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონს“ 4-0 სძლია, რომელუ ლუკაკუმ ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა მოახერხა.

უცნაური კი ის არის, რომ ბელგიელმა ფორვარდმა გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნა, რამაც ქომაგების გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ, ფეხბურთელს თავისი საქციელის ახსნა სთხოვეს, რაზეც მან შემდეგი განაცხადა: „გოლი იმიტომ ავღნიშნე, რომ ჯარიმის გაფუჭების შემდეგ გოლის გატანა ძალიან გამიხარდა. გახარებული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა კიდევ ერთი მატჩის მოგება მოახერხა“.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედს“ 13 ქულა დაუგროვდა და თანაქალაქელ „სიტისთან“ ერთად პრემიერლიგის ლიდერობას იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები