Aa
Aa

"მანჩესტერის" 2 ვარიანტი: ვისი დამატება სურს მოურინიოს კერიკის პოზიციაზე?

Daily Star-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაიკლ კერიკის შემცვლელს ეძებს და ორი ვარიანტი უკვე შერჩეულიც ჰყავს.

წყაროს ცნობით, „რომა“ – „ატლეტიკოს“ მატჩზე „წითელმა ეშმაკებმა“ სკაუტები გაგზავნეს. როგორც შემდეგში გახდა ცნობილი, მათი დაკვირვების ობიექტი რაჯა ნაინგოლანი და საულ ნიგესი იყვნენ.

კერიკი უკვე 36 წლისაა და ამ სეზონის დასრულების შემდეგ ის „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას გეგმავს.

„იუნაიტედს“ რთული საქმის შესრულება მოუწევს, რადგან საულიც და ნაინგოლანიც თავიანთი გუნდებისთვის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები