მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "არ ვიცი პოგბა 12 დღეს გამოტოვებს, თუ 12 კვირას"

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრავის გამო პოლ პოგბას 12 კვირა უნდა გამოეტოვებინა. ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჟოზე მოურინიომ გააკეთა და მას სრული სისულელე უწოდა.

"არ ვიცი პოგბა 12 დღეს გამოტოვებს, თუ 12 კვირას. ყველა კომენტარი და ყველა ვერსია მცდარია. ახლა, ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება უდიდესი შეცდომა იქნება, რადგან ჯერჯერობით არაფერი ვიცით. სამედიცინო კვლევის შემდეგ გავარკვევთ, თუ როდის შეძლებს პოგბა მოედანზე დაბრუნებას. კლუბში არავის უთქვამს, რომ მას 12 კვირა ან 12 დღე გაუცდება. ეს ინფორმაცია სრული სისულელეა". - განაცახადა მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები