Aa
Aa

"ყველამ იცოდა, რომ "ბარსელონაში" გადასვლა მსურდა" - კოუტინიომ დუმილი დაარღვია

ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო საგა, კოუტინიოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა იყო. როგორც იქნა, ბრაიზლიელმა ფეხბურთელმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.

"ყველამ იცოდა, რომ "ბარსელონაში" გადასვლა მსურდა. ეს ჩემმა ოჯახმაც იცოდა. ვთამაშობდე "ლივერპულის" მაისურით, ეს ჩემთვის ასევე დიდი პატივია. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ აქ დავრჩი. მე, კვლავინდებურად დიდი მონდომებით გავაგრძელებ "წითლებში" თამაშს. იმოქმედა თუ არა ამან ჩემზე? ეს ჩემთვის რთული თვე იყო. "ბარსას" შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივი იყო. მაგრამ, ასევე დიდი პატივია "ლივერპულში" ასპარეზობაც. ახლა, მე ბოლომდე კონცენტრირებული ვარ სეზონზე და მინდა, რომ ნაკრებშიც და კლუბშიც კარგი მატჩები ჩავატარო". - განაცხადა კოუტინიომ ESPN Brazil-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "ბარსელონას" 137 მილიონი ფუნტის წინადადება დაბლოკა და კოუტინიოს გაყიდვაზე უარი, მინიმუმ ერთი წლით თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები