„მილანს“ ერიკ ლამელას შეძენა სურს
Aa
Aa

„მილანს“ ერიკ ლამელას შეძენა სურს

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ინგლისური "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ერიკ ლამელას შეძენით დაინტერესდა.

23 წლის ფეხბურთელს ტურინის „იუვენტუსიც“ აკვირდება. იტალიის ჩემპიონები კარლოს ტევესის შემცვლელს ეძებენ. თუმცა, "ბიანკონერის" კონკურენციას "როსონერი" გაუწევს, რომელიც ამ ზაფხულს შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

თავად ფეხბურთელს „პრემიერლიგაში“ დარჩენა სურს, თუმცა შესაძლოა "ტოტენჰემმა" იგი 30 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში გაყიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები