მათეუსი ანჩელოტის აკრიტიკებს:
Aa
Aa

მათეუსი ანჩელოტის აკრიტიკებს: "მეტი საუბარი და მეტი დისციპლინა"

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა, "ბაიერნის" ამჟამინდელ ვითარებაზე ისაუბრა და კარლო ანჩელოტი ინერტულობისთვის გააკრიტიკა.

"დღევანდელი გუნდი 90-ანი წლების "ბაიერნს" მაგონებს. ამჟამად "რეკორდმაისტერში" დიდი არეულობაა. ბიჭები ფორმაში არ არიან. ეს აშკარაა. თამაშის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. ანჩელოტის იმაზე მეტის გაკეთება მოუწევს, ვიდრე ამას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აკეთებდა. თუმცა, ვერ გეტყვით, ის ამისთვის რამდენად მზადაა... ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის იტალიელი სპეციალისტი აშკარად ინერტულია. მას, ფეხბურთელებთან უფრო ხშირი კონტაქტი მართებს. მეტი საუბარი და მეტი დისციპლინა. თუ, საჭიროება მოითხოვს, ხანდახან მკაცრი ზომების მიღებაც აუცილებელია". - განაცხადა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ურთიერთობა დაეძაბა რობერტ ლევანდოვსკისთან, რომლის გუნდიდან წასვლაც გამორიცხული არ არის. ასევე ვრცელდება ჭორები, რომ იტალიელ სპეციალისტს მალე კარისკენ მიუთითებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები